კარბელაშვილი პოლიევქტოს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლიევქტოს კარბელაშვილი

კარბელაშვილი პოლიევქტოს – (ფსევდონიმები: „პ. ცხვილოელი“, „ჭალელი“, „სამთვისელი“), (1855-1936), ლიტერატორი, მწიგნობარი, პუბლიცისტი.

სწავლობდა გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ — თბილისის სასულიერო სემინარიაში. მისი წერილები, პუბლიკაციები და მხატვრული ნაწარმოებები ქვეყნდებოდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. ძირითადად იტაცებდა ქართული სასულიერო მწერლობა და ქართული ეკლესიის ისტორია. ამ თემისადმი მიძღვნილი მისი შრომებიდან ცალკე წიგნებად არის გამოცემული „კათალიკოსნი და მღვდელმთავარნი]“ (1900), „იერარქია საქართველოს ეკლესიისა“ (1901), „ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. თბილისში“ (1902).

პ. კარბელაშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული მწერლობის ძეგლთა გამოცემაში. 1892 წ. გამოსცა ანტონ კათალიკოსის „მზამეტყველება“, 1899 წ. — „წმიდა მოწამე აბო ტფილელი“, 1903 წ. - „ცხოვრება წმიდა ნინოსი“. იყო ფრიად დაკვირვებული ბიბლიოგრაფი და ტექსტოლოგი. მრავალი მის მიერ აღწერილი თუ გადაწერილი ხელნაწერი, ორი ათასამდე სიგელ-გუჯარი ამჟამად ინახება სიძველეთა საცავებში. პ. კარბელაშვილმა არაერთი სტატია მიუძღვნა ქართულ სასულიერო და საერო სიმღერებს („ძველი ქართული კილოები და საეკლესიო გალობა“, „ქართული საერო სიმღერები და ქართული საეკლესიო გალობა“, „გამოჩენილნი მგალობელნი და მწერალ-მწიგნობარნი“), ხოლო მისი შრომა „ქართული საერო და სასულიერო კილოები“ 1898 წ. ცალკე წიგნად გამოიცა.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები