კარბის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარბის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარბის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8,3 X 4,8 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შემორჩენილია თითქმის პირვანდელი სახით. შესასვლელი სამხრეთითაა. სწორკუთხა საკურთხეველში, შუაში, ერთი სარკმელია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - მცირე ზომის სწორკუთხა, ხოლო ჩრდილოეთით უფრო დიდი თაღოვანი ნიშია. აღმოსავლეთ კედელთან კუთხეში, ტრომპისმაგვარი კონსტრუქციაა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, ნალისებრი დეკორატიული თაღია, რომელსაც ქვის რელიეფური ჯვარი ადგას. სახურავი კრამიტისაა, ორფერდა. სახურავზე, დასავლეთით, აგურის მცირე ოთხსვეტიანი სამრეკლო ადგას.

ბიბლიოგრაფია

  • კარბი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.თბ.,1990.-გვ.75-76. მოკლე ცნობები სოფ. კარბის მატერიალურ-კულტურული ძეგლების შესახებ (XVII-XVIII საუკუნეების გნოლიძეების, XV-XVI საუკუნის დავითაშვილებისა და XVIII საუკუნის ხუბაშვილების ციხეები; XVII-XVIII საუკუნის პირამიდული და ცილინდრული ტიპის კოშკები; ღვთისმშობლის, წმინდა მარინესა და წმინდა სამების სახ. ეკლესიების აღწერილობა. ტექსტს ერთვის ძეგლების გეგმები და განაკვეთები.
  • მეგრელიძე ი. წარწერები და სხვა სიძველეები პატარა ლიახვის ხეობაში //მაცნე.-1963.-N5.-გვ.210-211. სოფ. კარბის სამების ეკლესიის წარწერების ანალიზი. მოხსენიებულია სოფელში მდებარე ღვთისმშობლისა და წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები