კარვალიძე ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოდარ კარვალიძე – 1930-1994) - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, (1979) პროფესორი (1980), დაიბადა სოფელ სხვავაში (ამბროლაურის რაიონი), იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა; 1953 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1959 წელს.

ნ. კირვალიძის სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: შემეცნების თეორია, კერძოდ, პრაქტიკის როლი შემეცნებაში. გარდა სამეცნიერო. სტატიებისა, გამოქვეყნებული აქვს ორი. წიგნი: „ჭეშმარიტების საზომის პრობლემა ფილოსოფიაში“ (1978) და „Проблема критерия истины и „советология“ (1982). ამ ნაშრომებში კრიტიკულად გაანალიხებულია როგორც ძველი, ისე ახალი დროის სკეპტიკოსების არგუმენტები შემეცნების შესაძლებლობის წინააღმდეგ და მოცემულია ცდა ამ არგუმენტების ლოგიკური და ფაქტობრივი უსაფუძვლობის დასაბუთებისა. ნ. კირვალიძე ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტების ძირითად საზომს პრაქტიკა წარმოადგენს. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ე. წ. „სოვეტოლოგების“ მოსაზრებებს პრაქტიკის კრიტერიუმის წინააღმდეგ. „სოვეტოლოგების“ კრიტიკა წარმოებს დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან.


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები