კარიატიდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კარიატიდა-დან)
კარიატიდები – (ბერძნ.) ქალთა სკულპტურული გამოსახულებები, რომელიც ასრულებს შენობის კოჭების საყრდენ (ბოძის, სვეტის) კოლონის ფუნქციას. საბერძნეთის უძველესი კარიატიდა ძვ.წ. VI საუკუნით თარიღდება. აღმატებულად სახელგანთქმული კარიატიდები ათენის აკროპოლისზე მდებარე ერეხთეონის ტაძარს ამშვენებდნენ.