კარის მგოსანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარის მგოსანი – ძველ საქართველოში ტრადიციულ პოეტურ ნიმუშთა შემსრულებელი და გამავრცელებელი წარჩინებულთა სასახლეებში. მონაწილეობდნენ სახალხო დღესასწაულებსა და სანახაობებში, სამუსიკო ინსტრუმენტებზე დაკვრით, სიმღერით, ცეკვით დიდძალ მაყურებელს იზიდავდნენ. მგოსნის როგორც ფოლკლორული ტრადიციის შემსრულებლის როლი შორეული წარსულის მქონეა. თამარის ისტორიკოსი ქორწილის აღწერის დროს ამბობს! „იყო ხმა მგოსანთაო“, მე-12 საუკუნის წყაროების მიხედვით „მგოსანი“, ერთი გაგებით, ორიგინალური ლირიკული ლექსების ავტორია, მეორე გაგებით კი მოშაირე-მომღერალი. რუსთაველის პოემაში ნათქვამი: ტარიელი და ავთანდილი „ორნივე ტურფად იმღერდეს ვით იადონი, მგოსანი“.

გ. შეთეკაური



ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956, გვ. 43-45.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები