კარკასულ-პანელური შენობის დიაფრაგმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარკასულ-პანელური შენობის დიაფრაგმა (ბერძ. diaphragma ტიხარი)
1. მთლიანი ან გისოსოვანი დისკო – სიხისტის ელემენტი, ხელს უწყობს სიმტკიცის ზრდასა და შენობის კონსტრუქციული სისტემის მდგრადობას;
2. ფირფიტა ხვრეტებით ან მის გარეშე, იგივე ტიხარი. არსებობს მრავალი სახის დიაფრაგმა: გოფრირებული, ელასტიკური, კაშხლის, მიკროფონის, რეზინის, ჭვრიტეებიანი, დრეკადი.
