კარნიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Karnika2.PNG

კარნიკა - ფუტკრის ჯიში, შემოყვანილია ავსტრიიდან ჯიშობრივი დარაიონებისათვის. ფუტკრის სხეულის შეფერილობა მუქია, ვერცხლისფრად შებუსული. ხორთუმის სიგრძე 6,6 მმ-ია, ერთი დღის ფუტკრის მასა - 110 მგ, გაუნაყოფიერებელი დედის მასა - 185 მგ, განაყოფიერებულისა - 205 მგ. ოჯახის ინტენსიური განვითარების პერიოდში დედის კვერცხმდებლობა დღე-ღამეში შეადგენს 1400-2000 კვერცხს. ფუტკრის ოჯახები გაზაფხულზე სწრაფად ვითარდებიან.

კარგად იყენებენ გაზაფხულის ღალიანობას, აქვთ მაღალი ზამთარგამძლეობა. ბელორუსიაში სათაფლე პროდუქტიულობა შეადგენს 40-42 კგ-ს. ფუტკარს ძლიერი მიდრეკილება აქვს ნაყრობისადმი.


წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები