კარპატული ფუტკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Karpatuli.PNG

კარპატული ფუტკარი - ფუტლრის ჯიში. მისი ბუნებრივი ბინადრობის ზონა კარპატებია. ფუტკრის სხეულის ფერი რუხია. კარპატული ფუტკარი ექსტერიერული ნიშნებით უკრაინულს უახლოვდება. მუშა ფუტკრის ხორთუმის სიგრძე 6,3—7,0 მმ-ია, მესამე თერგიტის სიგრძე — 4,8 მმ, ერთდღიანი მუშა ფუტკრის მასა — 110 მგ, გაუნაყოფიერებელი დედის მასა — 185 მგ, განაყოფიერებულისა — 205 მგ. დედის ნაყოფიერება ოჯახების საგაზაფხულო განვითარების უფრო ინტენსიურ პერიოდში 1200—1800 კვერცხია დღე-ღამეში.

ფუტკარი გამოირჩევა განსაკუთრებული თვინიერებით, ბუდის გასინჯვის დროს მშვიდად იქცევა, ცოტას ნაყრობს, ზამთარგამძლეა. თაფლის ნაბეჭდი უპირატესად თეთრია (მშრალი). კარპატული ფუტკარი გავრცელებულია უკრაინაში, ბელორუსიაში, უზბეკეთსა და რუსეთის ზოგიერთ ოლქში. ფუტკრის ოჯახების სათაფლე პროდუქტიულობა 30—40 კგ-ია,

კარპატული ფუტკრის რეპროდუქციას ძირითადად ეწევიან უკრაინის, უზბეკეთის, ბელორუსიის, მოლდავეთისა და რუსეთის ფუტკარ-სანაშენეები. კარპატული ფუტკრის შენარჩუნებისა და მისი გაუმჯობესებისათვის შემნილია სპეციალური ნაკრძალი ზონა, რომელიც შეიცავს იმიერკარპატის ოლქებს, სადაც აკრძალულია სხვა ჯიშის ფუტკრის შეყვანა.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები