კარჩხანების გვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარჩხანების გვარი – Carassius yaroski 1822
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. ულვაშები არა აქვს. ხახის კბილები ერთმწკრივი, შებრტყელებული 4-4-ია. ქალას სახურავისა და გვერდების ძვლები სუსტად განვითარებულ ფიგურაციას ჰქმნის. ზურგის ფარფლში III-IV 13-21 სხივია, ანალურ ფარფლში II-III 1 5–8, გვერდით ხაზზე 26-37 ქერცლია. ანალურ ფარფლში უკანასკნელი დატოტვილი სხივი ზოგჯერ შეიძლება ძლიერ სუსტად იყოს დაკბილული.
ეს გვარი ორ სახეს შეიცავს C. Carassius და C. auratus, რომლებიც გავრცელებული არიან ევროპაში, ჩრდილო აზიაში, არალის ზღვაში, აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთით ტონკინამდე.
საქართველოს ფარგლებში გვხვდება მხოლოდ პირველი სახე.