კარწახის მეტეოსადგური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კარწახის მეტეოსადგური – მეტეოსადგური ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1863 მ სიმაღლეზე, ღია მდელოზე, რომელიც შემოფარგლულია სარდაფის ტიპის შენობებით. მეტეოროლოგიური მოედნის ჰორიზონტი ღიაა ყველა მიმართულებით. მეტეოროლოგიურ სადგურზე დაკვირვებები წარმოებდა 1914-1992 წლებში. აქ აღრიცხულია ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი (-41°C). იგი მიჩნეულია საქართველოს „სიცივის პოლუსად”.