კასპის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კასპის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქ. კასპში, ყაზბეგის ქუჩაზე, კვირაცხოვლის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 150 მეტრზე. თარიღდება ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,85 X 4,97 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. თაღები ამოყვანილია აგურით. შენობა დაზიანებულია. შიგნიდან და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, მის გვერდებზე — ნახევარწრიული ნიშები. დარბაზის კამარა ეყრდნობა საბჯენ თაღს. დარბაზის დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები