კასტრატი მომღერლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კასტრატი მომღერლები – (იტალ. castrati<ლათ.castro ვაჭურისებ), XVI-XVII სს. იტალიელი მომღერლების განსაკუთრებული კატეგორია (სოპრანისტებსაც უწოდებდნენ). ბავშობაში დასაჭურისებული მამაკაცები ინარჩუნებდნენ ბავშვურ ხმას (სოპრანო ან მეცო-სოპრანო) და შეეძლოთ რთული, მ. შ. ქალის პარტიების შესრულება.
XVI ს. კათოლიკურ გალობაში ქალთა მონაწილეობის აკრძალვის გამო ფართოდ გავრცელდა კასტრატი მომღერლების სიმღერა. XVII-XVIII სს-ში დიდი მნიშვნელობა მოიპოვეს იტალიურ ოპერაში.