კატაპულტა (სატყორცნი მანქანა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კატაპულტა - (ლათინური - catapulta), ქვების, ისრების ან ცხელფისიანი კასრების მტყორცნელი მანქანა, რომელიც მოქმედებაში მოჰყავს დაგრეხილი ბოჭკოს (ძარღვების, თმისა და სხვა) დრეკად ძალებს. იყენებდნენ ძვ.წ. V საუკუნის ბოლომდე (ძველი საბერძნეთი და რომი), ახ.წ. XIV საუკუნიდან XV საუკუნის ბოლომდე (ევროპა), უმთავრესად ციხესიმაგრეების ალყის დროს, შემსუბუქებულ ნიმუშებს კი – საველე ბრძოლებშიც.