კატატონიური შიზოფრენია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შიზოფრენია, კატატონიური - (F20.2), (svhizophrenia, catatonic), კატატონური შიზოფრენიის ყველაზე თვალსაჩინო თავისებურებაა მოტორული სიმპტომები. მოტორული აქტივობა იცვლება აგზნებიდან სტუპორამდე. შესაძლებელია სიზმრისებრი (ონეროიდული) მდგომარეობის განვითარებაც. შიზოფრენიის ეს ფორმა გავრცელებული იყო წარსულში; დღეს განვითარებულ ქვეყნებში შედარებით იშვიათია, რაც შეიძლება აიხსნას დაავადების ბუნების შეცვლით, მკურნალობის გაუმჯობესებით ან წარსულში ორგანული კატატონიის არასწორი დიაგნოსტიკით.