კატენოიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კატენოიდი – ზედაპირი, რომელიც მიიღება y=ach(x/a) ჯაჭვწირის ბრუნვით 0x ღერძის გარშემო. კატენოიდი არის ბრუნვით ზედაპირთა შორის ერთადერთი მინიმალური ზედაპირი.
მის განტოლებას აქვს სახე:
თუ s1 და s2 არიან წრეწირები, რომლებიც მიიღებიან კატენოიდის და z = - c, z = + c სიბრტყეების თანაკვეთით, მაშინ ნებისმიერ ზედაპირს, რომელიც აერთებს ამ წრეწირების ნაპირებს, აქვთ მეტი ფართობი, ვიდრე ამ წრეწირების შემაერთებელ კატენოიდს.
s1 და s2 წრეწირების შემაერთებელ საპნის აფსკს, შიგა ძალების მოქმედებით, აქვს კატენოიდის ფორმა.
სახელწოდება წარმოდგება ლათინური სიტყვიდან catenae – „ჯაჭვი“ და ბერძნ. eidos – „სახე“, „გარეგნობა“. ტერმინი ნიშნავს „ჯაჭვწირით წარმოშობილს“. ეს ზედაპირი აღმოაჩინა მენიემ (1776). სახელწოდება შემოთავაზებულია პეანოს მიერ.