კატრენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კატრენი − (ფრანგ. ოთხტაეპიანობა), ოთხტაეპიანი სტროფი. იგი სტროფის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. ოთხტაეპიანი სტროფი ქართულ ხალხურ პოეზიაში დამოუკიდებელ ლექსადაც გვევლინება:
- ნუ იცინი, ნუ მაცინებ,
- თორემ გაგვაჭორებენო,
- გაგვიგებენ სიყვარულსა,
- დაგვაშორიშორებენო.
- ნუ იცინი, ნუ მაცინებ,
ანალოგიური მოვლენა ცალკეულ მწერალთა შემოქმედებაშიც გვხვდება, უფრო მეტად აღმოსავლურ პოეზიაში (მაგალითად, ომარ ხაიამი და სხვ.).