კაფე-თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაფე-თეატრი – წარმოიშვა საფრანგეთში მე-20 ს. 60-იან წლებში. პირველხანად არ გააჩნდა გამოკვეთილი დრამატული ფორმა. მცირე ზომის სცენური ფიცარნაგი ეთმობოდა პოეზიას და მუსიკას. ოდნავ მოგვიანებით (1966) შეიძინა დრამატული თეატრის ზოგიერთი თვისებები, რეპერტუარში შეტანილ იქნას სხვადასხვა ჟანრის მინიატურული სპექტაკლები.

კაფე-თეატრი არ გამოირჩევა ძიების სულისკვეთებით. მასში გაერთიანებულია ბულვარული და საესტრადო თეატრების თავისებურებანი. სცენის სიმცირის გამო, იგი მოკლებულია მოქმედების გაშლის შესაძლებლობას და იფარგლება ფაბულით, რომელშიც მონაწილეობს სამი-ოთხი პერსონაჟი. მაყურებელთა დარბაზი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი კაფეებისაგან და იტევს 100-მდე მაყურებელს. წარმატების შემთხვევაში, რეპერტუარი ინაცვლებს დიდ ბულვარებზე, კინოში ან ტელევიზიაში. კაფე-თეატრი აგებულია თავისუფალი გარიგების პრინციპზე და ერთგვარი „სასტარტო მოედანია“ ახალბედა და დაუსაქმებელი თეატრალური მოღვაწეებისათვის.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები