კაშირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაშირება (შენიღბვა) – კადრის სარკმლისკენ მიმავალი სხივების ნაწილის დაფარვა გაუმჭვირვალე მასკით (კაშე). კაშირება გამოიყენება ორმაგი ექსპოზიციისას, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს გადაღებული ორი ან მეტი ობიექტის შეთავსებისათვის. მაგალითად, გადაღების დროს შემდგომი ჩახატვის და მაკეტით შეთავსების მეთოდით. ჯერ იღებენ დეკორაციის ქვედა ნაწილს, სადაც აისახება მსახიობების მოქმედება. ამასთან, კადრის ის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებულია ზედა (მაკეტური) დეკორაციისათვის, იფარება გაუმჭვირვალე კაშეთი და რჩება არაექსპონირებული. შემდგომში კადრის ამ (არაექსპონირებულ) ნაწილზე სპეციალურ დაზგაზე იღებენ ნახატს ან დეკორაციის ზედა ნაწილს (მაკეტს), ხოლო კადრის ადრე ექსპონირებული ნაწილი იფარება კონტრნიღბით (კონტრკაშე). კ. ხშირად სარგებლობენ კომბინირებულ კინოგადაღებაში.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები