კაშმაძე შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაშმაძე შალვა — (24 ოქტომბერი 1904, სოფ. ბაში, სამტრედიის რ-ნი, – 12.VIII.1955, თბილისი), მკვლევარი, პუბლიცისტი, ფსევდონიმი — სილეორეან;

1918 წელს დაამთავრა ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი, შემდეგ – თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტი. ჰქონდა ბარიტონი და კერძოდ მეცადინეობდა ვოკალში; მუშაობდა საქართველოს დეპეშათა სააგენტოში; იყო საქართველოს ფილარმონიის ლიტერატურული ნაწილის გამგე. მწერალთა კავშირის წევრი.

პუბლიკაციები:

„ნიკო სულხანიშვილი“ (1939);
„გატეხილი სალამური“ (ვ. სარაჯიშვილი) 1947;
„ზაქარია ფალიაშვილი“ (1948);
„ია კარგარეთელი“ (1949);
„ფილიმონ ქორიძე“ (1945);
„ანტონ რუბინშტეინი და თბილისის სამუსიკო სასწავლებელი“ (1944);
„პოეტისა და კომპოზიტორის თანამშრომლობა“ (1952);
„თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი“ ტ. I. (1851-1921), 1950; ტ.II. (1921-51), 1955.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები