კახაძე ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ კახაძე

კახაძე ვახტანგ – (1925 – 1984), მეცნიერი, პოეტი, ფილოლოგი. დაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედია). 1948 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1943 წელს მუშაობა დაიწყო ბორჯომის რაიონის სოფელ დვირის აგროუბნის გამგედ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მასწავლებლად. იყო ჟურნალ-გაზეთების რედაქციათა გამომცემლობის თანამშრომელი, ჟურნალ „სკოლა და ცხოვრებას” რედაქტორი. ავტორია მრავალი საბავშვო მოთხრობისა.








წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები