კახიძე ჯანსუღ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯანსუღ კახიძე

ჯანსუღ კახიძე(26 მაისი 1935, სოფ. ობჩა, ბაღდათის რ-ნი — 12.03.2002, თბილისი), ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, მომღერალი, კომპოზიტორი. საქართველოს (1978) და სსრკ (1985) სახალხო არტისტი. შ. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1977).

1958 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (საგუნდო-სადირიჟორო განხრით), 1963 − ასპირანტურა (ხელმძღვანელი ო. დიმიტრიადი). 1955–62 იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 1957 ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „შვიდკაცა“ (ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, ოქროს მედალი).

1962-71 იყო თბილისის საოპერო თეატრის დირიჟორი (1965-68 და 1982-2002 – მთავარი დირიჟორი). 1971-73 მუშაობდა ქ. ლოძში (პოლონეთი) საოპერო თეატრის დირიჟორად. აქ 1972 დადგა ზ. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“. 1973-93 საქართველოს სახელმწიფო დამსახურებული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხემძღვანელი და მთავარი დირიჟორია. გასტროლებს მართავდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1993-იდან თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია, ხელმძღვანელობს მის მიერ დაარსებულ „თბილისის სიმფონიურ ორკესტრს“. კახიძისის დირიჟორობით თბილისში დაიდგა ახალი ქართული ოპერები: გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“ და ბ. კვერნაძის „იყო მერვესა წელსა“. მსოფლიო კლასიკური და ქართული სიმფონიური მუსიკის მთელი რიგი საუკეთესო ნიმუშები: ი. სტრავინსკის „საღვთო გაზაფხული“, მალერის მე-3, მე-5, შოსტაკოვიჩის მე-4 სიმფონიები, ჰაიდნის 86-ე სიმფონია, გ. ყანჩელის შვიდივე სიმფონია და სხვა ნაწარმოებები, ნასიძის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 სიმფონიები, ა. მაჭავარიანის მე-2 სიმფონია, რ. გაბიჩვაძის „როსტოკური სიმფონია“, დ. თორაძის მე-2 სიმფონია და სხვ.

კახიძე ავტორია პოპულარული სიმღერებისა (ძირითადად კინოფილმებში – „შერეკილები“ – გ. ყანჩელთან ერთად, „პირველი მერცხალი“ და „დათა თუთაშხია“ ბ. კვერნაძესთან ერთად), რომელთა შესანიშნავი შემსრულებელიც თვითონ იყო. კახიძის მოღვაწეობამ ეპოქა შექმნა ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებაში. 2003 (სიკვდილის შემდეგ) მიენიჭა ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები