კახური ღორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქართული (კახური) ღორი - ადგილობრივი საძოვრული ტიპის უძველესი ჯიშის ღორია. იგი ჩამოყალიბებულია გარეული ღორის მოშინაურების შედეგათ. ევროპული გარეული ღორის მსგავსად, იგი ზოლიან გოჭებს ბადებს (ზოლები 4-5 თვის ასაკში ქრება), ძლიერ წააგავს თავის გარეულ წინაპარს. ხასიათდება უხეში კონსტიტუციით, კერატებს, მსგავსად გარეულისა, უვითარდებათ ფარი.
ღორის ამ ჯიშს ძლიერ აქვს განვითარებული ჯოგური ინსტიქტი, ორიენტაციისა და ადგილის დამახსოვრების ჩვევა, ახასიათებს ტყეში საკვების ძიებისა და საძოვრების გამოყენების დიდი უნარი, ამტანობა და ხორცის მაღალი ხარისხი, რომლითაც საგრძნობლად სჯობს ცნობილ კულტურულ ჯიშებს. მისი ცოცხალი მასა 100-110 კგ-ის ფარგლებშია, ხოლო ხორცის გამოსავალი -63,5%;