კებხუტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კებხუტი – (ეგვ. Kbhw.t), „სუფთა წყლების“ ქალღმერთი, რომელსაც ურეუსის გველის იკონოგრაფია ჰქონდა. დაკავშირებული იყო გარდაცვლილთა კულტთან, რადგან გარდაცვლილისათვის რიტუალურად დასხმულ წყალთან იყო ასოცირებული. პირამიდების ტექსტებში ანუბისის ქალიშვილად არის მოხსენიებული, რომელიც ზეციურ „სიცოცხლის მინდვრებში“ გარდაცვლილებს სუფთა წყლით განბანს.