კევლიანის კვირაცხოველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კევლიანის კვირაცხოველი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კევლიანის ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრზე, ხშირი ტყით დაფარულ მაღალ ფერდობზე, წმ. გიორგის ეკლესიის დასავლეთით 100 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (2,27X2,27 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. წარმოადგენს პატარა სამლოცველოს, რომელიც დასავლეთ მხრიდან ღიაა, გადახურულია აგურის შეისრული კამარით. შიგნით, აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხოვან შეღრმავებაში პატარა სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში – შეისრულთაღიანი თითო ნიში.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები