კეთხუდოვი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ალექსანდრეს ძე კეთხუდოვი – (24.10.1868 – 1916), სომეხი გენერალ-მაიორი (06.12.1916). ტფილისის გუბერნიის აზნაურის შვილი.

სამხედრო სამსახურში შევიდა 1887 წელს. 1889 წელს დაამთავრა პავლოვსკის I სამხედრო სასწავლებელი (I თანრიგით). სამხედრო სამსახური დაიწყო ეკატენოსლავის ლაიბ-გრენადერთა I პოლკში. თანმიმდევრულად მიენიჭა პოდპორუჩიკის (1888), გვარდიის პოდპორუჩიკის (1889), პორუჩიკის (1893), შტაბს-კაპიტნის (1899) და კაპიტნის (1901) სამხედრო წოდებები. იყო საპოლკო ადიუტანტი, მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს.

1906 წელს ჩაირიცხა იმპერატორის ამალაში.

1909 წლის 29 მარტს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1911-1915 წლებში მსხურობდა ლაიბ-გვარდიის მე-3 მსროლელი პოლკის შტაბ-ოფიცრად. თავის პოლკთან ერთად მონაწილეობდა 1914-1918 წლების პირველ მსოფლიო ომში.

1915-1916 წლებში მსახურობდა ჰელსინგფორსის კომენდანტად.

დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით:

წმ. სტანისლავის III (1896) და II ხარ.(1906) და (მახვილებით II III ხარ.-1915);
წმ.ანას III ხარ.(1900), II (1910), (მახვილებით - 1915);
წმ.ვლადიმერის IV ხარ.(მახვოლებით და ბაფთით - 1913);

მიღებული ჰქონდა უცხოეთის ჯილდოები:

ბულგარეთის წმ.ალექსანდრეს V ხარ.(1896) ორდენით.
საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერთა ჯვარი - 1897;
რუმინეთის ვარსკვლავის IV ხარ.(1898) ორდენით.
იტალიის გვირგვინის ოფიცერთა ჯვარი - 1902.

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები