კეკელია არჩილ (აბესალომ)
არჩილ (აბესალომ) კეკელია − Archil (Abesalom) Kekelia 2012-2013 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში
დაიბადა: 30 ნოემბერი, 1979 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.
განათლება: 1997-2001 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობა. ბაკალავრის ხარისხი; 1998-1999 − როჩესტერის კოლეჯი, აშშ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი; 2000 − ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი. საზაფხულო სკოლის კურსი ეკონომიკასა და პოლიტიკაში; 2005-2007 − ლონდონის ბიზნესის სკოლა და კალიფორნიის უნივერსიტეტი ლოს ანჯელესში. მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA).
სამუშაო გამოცდილება:
2000-2001 − PA Consulting Group − ანალიტიკოსი;
2001-2004 − Energia Hidroelectrica de Navarra − ბიზნესის განვითარების დირექტორი;
2004-2005 − PA Consulting Group − მრჩეველი;
2006 − Fidelity Investments − ანალიტიკოსი;
2007-2009 − BBVA ბანკი − ასოცირებული ბანკირი;
2009-2010 − Terramar Energy − აღმასრულებელი დირექტორი;
2010-2011 − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო − მინისტრის პირველი მოადგილე;
2014-2015 − AG Transport & Development − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
2016 − Georgian Greenhouse Corporation − გენერალური დირექტორი;
2017 − Archipelago LLC − დამფუძნებელი და დირექტორი.
ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.