კეკელიძე ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კეკელიძე ვახტანგ − (1924 − 1952), თურქოლოგი, პოეტი, ნაზიმ ჰიქმეთის ლექსების პირველი მთარგმნელი.


ნაზიმ ჰიქმეთი, სევდა
თარგმნა ვახტანგ კეკელიძემ
ზღვასთან მინდა დაბრუნება,
ზღვასთან მისვლა მინდა...
ლურჯი ტალღა და ბუნება,
სარკესავით წმინდა...
მე მზე მინდა, მინდა გაზრდა,
რომ სულ ვჩანდე დიდად...
დაბრუნება მინდა ზღვასთან,
ზღვასთან მისვლა მინდა.
შორს ნავების და გემების
თეთრ იალქნებს ვხედავ.
მათ არა აქვთ ნაგემები
ასე შავი სევდა.
იქ მსურს ვიყო, რომ ვისმენდე
მეზღვაურთა ღიღინს,
იმ გემებზე ყოფნა ერთ დღეს −
მთელ სიცოცხლედ მიღირს.
თუ სიკვდილი მემუქრება,
უნდა მოვკვდე თუკი, −
ჩავქრე ისე, როგორც ქრება
ზღვის სიღრმეში შუქი.
რადგან კაცი მაინც კვდება
და არ ცოცხლობს მარად,
იქ ერთი დღის გატარება
მთელ სიცოცხლედ კმარა!...
მაშ, მეც დავდნე, როგორც დნება
ზვირთზე სხივი წმინდა...
ზღვაზე მინდა დაბრუნება,
ზღვასთან მისვლა მინდა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები