კეკელიძე თემურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თემურ კეკელიძე

თემურ კეკელიძე − (Temur Kekelidze) 2020-დან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში

დაიბადა: 19 ივლისი, 1975 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება: 1992-1997 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი; მიიღო ისტორიკოსის კვალიფიკაცია; 1998-2001 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა; სპეციალიზაცია − საქართველოს ისტორია; 2003-2004 − ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის მეცნიერების სამეფო სამხედრო კოლეჯი, კრენფილდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი; მიიღო გლობალური უსაფრთხოების საკითხებში მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:
2001-2002 − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ნატოს განყოფილების სპეციალისტი;
2002-2003 − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ნატოს განყოფილების უფროსი;
2003 − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი;
2004-2005 − საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2005-2006 − საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე;
2006 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსი;
2006-2007 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი;
2007-2012 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2012-2016 − ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე;
2016-2017 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2018-2020 − შინაგანს საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჯილდოები: ღირსების ორდენი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები