კელაპტრიშვილი ომარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ომარ კელაპტრიშვილი − (1 იანვარი 1943, სოფ. კავთისხევი, კასპის რ-ნი. – 16 აგვისტო 1992, თბილისი), მუსიკოს-შემსრულებელი, სალამურზე დაკვრის ვირტუოზი, საქართველოს სახალხო არტისტი (1989), საერთაშორისო ფესტივალების (ქ. კონფოლანი, საფრანგეთი, 1970, ქ. კიოლნი, გერმანია, 1980, 1990) ლაურეატი პირველი ადგილი და ოქროს მედალი.
1964 დაამთავრა თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ხალხხურ საკრავთა განყოფილება. 1971–72 სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში (ფლეიტის კლასი). მრავალი წლის მანძილზე გამოდიოდა ვოკალურ ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად. სალამურზე მაღალი ოსტატობით უკრავდა ქართველ და სხვა კომპოზიტორთა რთულ მუსიკალურ ნაწარმოებებს. მან გააფართოვა სალამურის რეპერტუარი და აღმოაჩინა ამ საკრავისათვის მანამდე უცნობი შესაძლებლობები.