კელასური (მდინარე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კელასური – მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მდინარის სიგრძე 42 კმ, აუზის ფართობი 220 კმ2. იგი სათავეს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, ხიმსის მყინვარზე იღებს. შავ ზღვას ერთვის სოხუმის აღმოსავლეთით, სოფელ კელასურთან. მდიმარე საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით.
სახელწოდება „კელასური“ ბერძნული „კლისურადან“ მომდინარეობს, რაც „გასასვლელ ადგილს“, „ვიწრობს“ ნიშნავს. ეს სახელწოდება მდინარეს VI საუკუნის შუა წლებიდან შეერქვა, როდესაც მის მარცხენა ნაპირზე, ვიწრობში ანუ კლისურაში სიმაგრეთა სისტემა ააგეს.