კემპინგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კემპინგი − (ინგლ. camping < camp დასაბანაკებლად განწყობა), ავტოტურისტებისათვის მოწყობილი საზაფხულო ბანაკი, სადაც შესაძლებელია კარვების ან მსუბუქი სახლების დაყენება. კემპინგი ასევე შეიძლება მოიცავდეს მომსახურეობრივი სფეროს ინფრასტრუქტურასაც, როგორიცაა სასურსათო მაღაზიები, ავტოსამრეცხაოები და სხვ.