კერერი რუდოლფ
რუდოლფ კერერი − [10 ივლისი 1923, თბილისი – 29 ოქტომბერი 2013, ციურიხი, შვეიცარია), რუსი (წარმოშობით გერმანელი) პიანისტი. რსფსრ სახალხო არტისტი (1983), სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას თბილისში ე. კრაუზესთან, შემდგომ (1934-იდან–1941-მდე) მუსიკალურ სკოლა-ათწლედში და კონსერვატორიაში პროფ. ა. თულაშვილთან. ომის დაწყების შემდეგ (1941) კერერის ოჯახი გადაასახლეს უზბეკეთში, სადაც 1957 დაამთავრა ტაშკენტის კონსერვატორია ზ. ტამარკინას ხელმძღვანელობით. 1961 მოიპოვა I პრემია ახალგაზრდა შემსრულებელთა საკავშირო კონკურსზე მოსკოვში. ამავე წლიდან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტია. კერერის დაკვრა გამოირჩევა მაღალი ოსტატობით, საავტორო ჩანაფიქრის ღრმა წვდომით, ვაჟკაცური ხასიათით. გასტროლებს მართავდა მრავალ ქვეყანაში. არაერთგზის ჩამოსულა საქართველოში (კონცერტები, კონსულტაციები). 1961-იდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანიბას მოსკოვის კონსერვატორიაში.