კერესელიძე ნუნუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კერესელიძე ნუნუ (1932 — 2013), ქართველი მთარგმნელი, მწერალი, პოეტი. დაიბადა სოფელ შარდობეთში (ონი). დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1961 წელს გამოვიდა მისი პირველი ლექსთა კრებული. ავტორია პოეტური კრებულებისა „ია და ნიბლია”, „ოთხი სიმღერა”, „მივეშველოთ დათუნიას”. 1972 წელს გამოიცა ლირიკულ ლექსთა კრებული „ლექსები” და პოემა „ზურას მოგზაურობა”. თარგმნა ინგლისური და ამერიკული საბავშვო ლექსები, ანა ახმატოვასა და მარინა ცვეტაევას პოეზია.
- ეს რა დილა გაგვითენდა
- მოდის ფიფქი, ფარფატელა,
- ნაძვის ხესთან ვმღერით ყველა.
- თოვლის პაპამ, კარგმა პაპამ
- ეს რა დილა გაგვითენა.
- მიგვიწვია ნაძვის ხესთან,
- გოგო-ბიჭი კოკროჭინა,
- საჩუქრებიც დაგვირიგა,
- ყელი ჩაგვიკოკლოზინა.