კერუბინი ლუიჯი
ლუიჯი კერუბინი − (სრული სახელია ლუიჯი კარლო ზენობიო სალვატორე მარია კერუბინი იტალ. Maria Luigi Carlo Zenobio Salvatore Cherubini. 14 ნოემბერი 1760, ფლორენცია − 15 მარტი 1842, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი. წარმოშობით იტალიელი. საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი (1815).
1778 ალექსანდრიაში დაიდგა პირველი ოპერა − „კვინტუს ფაბიუსი“. 1784-86 მუშაობდა ლონდონში, შემდეგ დამკვიდრდა პარიზში. საფრანგეთის დიდი რევოლუციის წლებში წერდა მუსიკას მასობრივი დღესასწაულებისა და სამგლოვიარო ცერემონიალებისათვის („ჰიმნი პანთეონს“, „ჰიმნი ძმობას“), 1795 (დაარსების დღიდან) პარიზის კონსერბატორიის ინსპექტორი და პედაგოგი (1816-იდან – პროფესორი), 1822-იდან – დირექტორი. კერუბინი ახალი მუსიკალური სცენური ჟანრის – „ხსნის ოპერის“ – ერთ-ერთი შემქმნელია.
მთავარი ნაწარმოებები: ოპერები: „ლოდოისკა“ (1791), „ელიზა“ (1794), „მედეა“ (1797), „თულუხჩი“ (1800), 2 რეკვიემი და სხვ).