კერჩხი ლობიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კერჩხი ლობიო – ძაფზე ასხმული გამხმარი ლობიოს პარკი. კერჩხი გამხმარი ლობიოს პარკისაგან დამზადებულ კერძსაც ერქვა. იგი შემდეგი წესით კეთდებოდა: კერჩხს წყალში დაალბობდნენ, ქვაბში ჩაყრიდნენ, წამოადუღებდნენ, შემდეგ გობზე დაყრიდნენ და ცივი წყლით გარეცხავდნენ, ისევ ქვაბში ჩაყრიდნენ, ჭურჭელში ნახევრამდე ცივ ანდა თბილ წყალს ჩაასხამდნენ და აადუღებდნენ. მოხარშვის შემდეგ ისევ გობში გადაიტანდნენ, გაწურავდნენ და ძმარში გახსნილ ნიორნარევ მარილში დანაყილი ქინძით, პილპილით და ხმელი შაშტრამით შეკაზმავდნენ.



ლიტერატურა

ჯაჯანიძე, 1961; კახიძე, 1973:30; აბაშიძე, კომახიძე, 1998:129.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები