კესლევსკი კშიშტოფ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კშიშტოფ კესლევსკი (დ. 1941 წელს ვარშავაში, პოლონეთი, გ.იქვე 1996 წელს) — პოლონელი რეჟისორი და კინოდრამატურგი, ნომინირებული „ოსკარზე“. ფართოდაა ცნობილი ფილმების ციკლით „სამი ფერი“ და „დეკალოგი“.
დამთავრებული აქვს ლოძის კინოსკოლა.
თავისი უკანასკნელი ოთხი ფილმი კესლევსკიმ საფრანგეთში გადაიღო ცნობილი ფრანგი პროდუსერის — მარტინ კარმიცის შემწეობით.
ფილმოგრაფია:
- 1979 — „კინომოყვარული“
- 1981 — „შემთხვევა“
- 1988 — „დეკალოგი“
- 1988 — „მოკლე ფილმი მკვლელობაზე“
- 1989 — „მოკლე ფილმი სიყვარულზე“
- 1991 — „ვერონიკას ორმაგი ცხოვრება“
- 1993 — „სამი ფერი: ლურჯი“
- 1994 — „სამი ფერი: თეთრი“
- 1994 — „სამი ფერი: წითელი“
და სხვა.
ჯილდოები:
- 1979 — „კინომოყვარული“ (მოსკოვის საერთაშ. კინოფესტ. ოქროს პრიზი, ფიპრესის პრიზი; ბერლინის კინოფესტ. საერთაშორისო ევანგელისტური ჟიურის პრიზი)
- 1988 — „მოკლე ფილმი სიყვარულზე“ (სან-სებასტიანის კინოფესტ. ჟიურის სპეციალური პრიზი; კინოს დარგში საერთაშორ.კათოლიკური ორგანიზაციის (OCIC) პრიზი)
- 1988 — „მოკლე ფილმი მკვლელობაზე“ (კანის კინოფესტ. ჟიურის პრიზი, ფიპრესის პრიზი)
- 1989 — „დეკალოგი“ (სან-სებასტიანის კინოფესტ. კინოს დარგში საერთაშორ. კათოლიკური ორგანიზაციის (OCIC) პრიზი; ვენეციის კინოფესტ. ფიპრესის პრიზი)
- 1991 — „ვერონიკას ორმაგი ცხოვრება“ (კანის კინოფესტ. ფიპრესის პრიზი, ეკუმენური (ქრისტიანული) ჟიურის პრიზი)
- 1993 — „სამი ფერი: ლურჯი“ (ვენეციის კინოფესტ. „წმინდა მარკოზის ოქროს ლომი“)
- 1994 — „სამი ფერი: თეთრი“ (ბერლინის კინოფესტ. „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის)
- 1995 — „სამი ფერი: წითელი“ (საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარი ნომინაცია „ოსკარზე“)