კეფალების ოჯახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კეფალების ოჯახი – Mugilidae

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კეფალისნაირნი
ოჯახი: კეფალისებრნი

თევზების ოჯახი კეფალისნაირთა რიგისა. სხეული წაგრძელებულია, წინიდან რამდენადმე შებრტყელებულია და ჩვეულებრივ საკმაოდ მსხვილი ციკლოიდური ქერცლითაა დაფარული, რომელიც თავზეც ვრცელდება. გვერდითი ხაზის ორგანო არა აქვს. პირი პატარა, განივი მდებარეობისაა; ის უკბილოა, ან წვრილი კბილებითაა აღჭურვილი. ლაყუჩის ხვრელები ფართოა. ლაყუჩთა აპკები არც ლაყუჩთაშუა მანძილთან და არც ერთმანეთთან შეზრდილი არ არიან. ლაყუჩის სხივები 56-ია. ლაყუჩთა ჩხირები წვრილი და გრძელია. ზურგის ორი ფარფლი აქვს, რომლებიც ერთმანეთთან შესამჩნევად დაშორებულია. პირველ ფარფლში 4 (იშვიათი გამონაკლისის სახით 3 და 5) მჩხვლეტავი ქიცვია, ხოლო მეორეში არა აქვს, ანალურ ფარფლში 2-3 ქიცვია და 7-12 (ჩვეულებრივ, 8–9) დატოტვილი სხივი. მუცლის ფარფლები, რომლებიც მუცლის ქვედა მხარეზე სხედან, მკერდის ფარფლებიდან არც ისე უკანაა დაშორებული და მასმი I 5 სხივია მოთავსებული. მკერდის ფარფლები მაღლა სხედან და გრძელია, მალების რაოდენობა 24-26.

ცნობილია რამდენიმე გვარი 100-მდე სახეობით, რომლებიც გავრცელებული არიან ტროპიკულ და ზომიერ სარტყლის მომლაშო და მტკნარ წყლებში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებმი მოიპოვება ერთი გვარი Mugil ექვსი სახეობით: შავ, აზოვიაა და იაპონიის ზღვებში.

საქართველოს ფარგლებში გავრცელებულია ერთი გვარი Mugil ორი სახეობით.

XX საუკუნის 30-იან წლებში შავი ზღვის კეფალი კასპიის ზღვაში გადაიყვანეს, სადაც ის კარგად მოშენდა და მრავლდება.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები