კვადრანტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვადრანტი – (ლათ. quadrantis – „მეოთხედი ნაწილი“).
1. კვადრანტი არის სიბრტყეზე ორი ურთიერთპერპენდიკულარული საკოორდინატო ღერძის მიერ შექმნილი ოთხი მართი კუთხიდან ერთ-ერთი კუთხე. კვადრანტის ნუმერაციას ჩვეულებრივ ახდენენ საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. პირველ კვადრანტად მიღებულია ის მართი კუთხე, რომლის გვერდებია დადებითად მიმართული 0x და 0y ნახევარღერძები.
2. კვადრანტს აგრეთვე უწოდებენ წრის მეოთხედს, სექტორს ცენტრალური კუთხით 90° (ტრიგონომეტრიაში ხშირად უწოდებენ მეოთხედს).