კვადრატრისა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვადრატრისა – ბრტყელი წირი, რომლის განტოლება დეკარტის მართკუთხა კოორდინატებში ასეთი სახისაა: y=xctg(πx/2r), სადაც r არის იმ A წერტილის 0A რადიუსის სიგრძე, რომლის ცენტრი კოორდინატთა სისტემის 0 სათავეშია.
კვადრატრისა შეიძლება განისაზღვროს, როგორც იმ გადაკვეთის P წერტილთა გეომეტრიული ადგილი, რომლებიც მიიღებიან 0 წერტილის გარშემო საათის ისრის მიმართულებით თანაბრად მბრუნავი OM წრფის და 0y ღერძის პარალელური A1 B1 წრფის გადაკვეთით, როდესაც ეს წრფე თანაბრად გადაადგილდება 0x ღერძის გასწვრივ.
კვადრატრისა ცნობილი იყო ძველი ბერძენი მათემატიკოსებისთვისაც, რომლებიც მას იყენებდნენ კუთხის ტრისექციის შესახებ ამოცანის ამოსახსნელად, აგრეთვე წრის კვადრატურის ამოცანის ამოსახსნელად (დინოსტრატი, IV საუკ. ჩვ. წ. აღ-მდე).