კვადრატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვადრატურა – ლათინური quadratura – „კვადრატული ფორმის მიცემა“, ბრტყელი ფიგურის ფართობის ან ზედაპირის ფართობის გამოთვლა მათი ტოლდიდი კვადრატის აგებით.
კვადრატურას უწოდებენ აგრეთვე რომელიმე ინტეგრალის შედგენის ოპერაციას. ინტეგრალი ანალიზურად მხოლოდ XIX საუკუნეში განისაზღვრა; ჯერ კიდევ ფურიე თვლიდა ინტეგრალს განსაზღვრულად ფართობის ცნების დახმარებით (1807). ამიტომ ნებისმიერი ინტეგრალი წარმოადგენდა გარკვეულ კვადრატურას. აქედან წარმოიშვა გამონათქვამები: „ამოცანა ამოიხსნება კვადრატურებში“, „დაიყვანება კვადრატურაზე“.