კვალთური საბმელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვალთური საბმელი ეს კვანძი ნასკვაკიბური კვანძის განვითარების შედეგია, მასზე სრულყოფილი და საიმედოა. მას სამი ნახვევი ედება გვარლის იმ ნაწილთან რომელზეც მოდებულია წევა.
კვალთური საბმელი კარგად იჭერს მაშინაც, როდესაც წევის ძალა მოდებულია მახვილი კუთხით იმ საგნის მიმართ, რომელზეც დადებულია ეს კვანძი. მისი საიმედობა მცირდება, როდესაც წევის ძალა ხშირად და მკვეთრად სუსტდება.
წყარო
ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.; ISBN 978-9941-0-8081-4