კვანტალიანი შარლოტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვანტალიანი შარლოტა — (1950), ქართველი პოეტი. დაიბადა აბაშაში. დაამთავრა რუსთავის მე-15 საშუალო სკოლა; 1975 წლს დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1991 წელს დაინიშნა მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ლიტერატურული ორგანოს, ალმანახ ,,ალგეთის~ მთავარ რედაქტორად, სადაც დააფუძნა გამომცემლობა „ვეფხისტყაოსანი”. 1997 წელს დააარსა სამეცნიერო-სალიტერატურო გაზეთი „კალმასობა”. საქართველოს მწერალთა ლიტერატურულ ფონდთან დააარსა სალიტერატურო გაზეთი „ლიტერატურული ქრონომეტრი” (გამოვიდა 2 ნომერი). გამოცემული აქვს სხვადასხვა პროფილის ათზე მეტი წიგნი (პოეზია, პროზა, საბავშვო ლექსები,სამეცნიერო სტატიები, თარგმანები). მის ლექსებზე შეიქმნა არაერთი სიმღერა.
- * * *
- მერე მუდამ გვიანია,
- ვდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,
- სანამ დედა ცოცხალია,
- მოეფერეთ დედებს.
- სიყვარულს ნუ დაამადლით,
- თბილი სიტყვა ხშირად გაუბედეთ,
- სანამ დედა ცოცხალია,
- მოეფერეთ დედებს.
- მანამდე გვაქვს ფრენის ნიჭი,
- ვეჯიბრებით არწივებს და გედებს, –
- სანამ დედა ცოცხალია,
- მოეფერეთ დედებს.
- თუ ბავშვობა გენანებათ,
- ნაადრევად შიშობთ, არ დაბერდეთ,
- სანამ დედა ცოცხალია,
- მოეფერეთ დედებს.
- დედის თვალთა კეთილ ზღვაში
- სარკესავით ხშირად ჩაიხედეთ,
- სანამ დედა ცოცხალია,
- მოეფერეთ დედებს...
- თორემ მერე გვიანია
- სდიოთ ცაში მისი სულის მტრედებს,
- სანამ დედა ცოცხალია,
- მოეფერეთ დედებს.