კვანძი (დრამატული პიესის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვანძიექსპოზიციის უმნიშვნელოვანესი მომენტი და მისი დასასრული. კვანძში მოცემულია პიესის უმთავრესი ინტრიგა, დრამატული მუხტი, მოქმედების ზამბარა, ტრაგედიაში – გადაუჭრელი, კომედიაში – დაძლევადი, მაგრამ ალიაქოთის გამომწვევი, დრამაში დაძლევადი, მაგრამ კვლავაც პრობლემატური, ტრაგიკომედიაში დაუძლეველი, მაგრამ კომიკური ალიაქოთის შემცველი. მრავალაქტიან პიესებში მიღებულია პარალელური კვანძების პრინციპი, მაგრამ მათ შორისაც ერთი მათგანი უმთავრესია.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები