კვარაცხელია ნაპო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაპო კვარაცხელია – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1989), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1999), დაიბადა სოფელ ნაკიანში (ჩხოროწყუს რაიონი), სწავლობდა ბაღმარანის (გულრიფშის რაიონი) საშუალო სკოლაში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1970), ასპირანტურა (1973). ამჟამად თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგეა; მუშაობს შემეცნების თეორიის, ადამიანისა და მსოფლმხედველობის, სიცოცხლის სახრისის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და სამეცნიერო სტატიები სხვადასხვა ჟურნალში, განსაკუთრებით, კრებულში „ფილოსოფიური ძიებანი“.

დასავლური გნოსეოლოგიისა და შალვა ნუცუბიძის ალეთოლოგიური რეალიზმის გათვალისწინებით ნ. კვარაცხელია ამტკიცებს, რომ არსებობს ადამიანური ცნობიერების სპეციფიკური სტრუქტურა, რომელიც პიროვნების ფსიქოლოგიურ სუბიექტურობაზე „მეტია“, რასაც გნოსეოლოგიური სუბიექტი ეწოდება. სწორედ იგი უზრუნველყოფს სუბიექტში „ობიექტურის“ შესაძლებლობას ჭეშმარიტი ცოდნის სახით. ჭეშმარიტება სუბიექტში ობიექტურობის აგენტია. თავის მხრივ სუბიექტ-ობიექტის გნოსეოლოგიური მიმართება მათ შორის ონტოლოგიური მიმართების პრიმატითაა განსახღვრული.


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები