კვერულანტური ბოდვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვერულანტური ბოდვა - (Krafft-Ebing, 1888) სპეციალური შესწავლის საგანს წარმოადგენდა. ამ ტიპის ბოდვის მქონე პაციენტები მუდმივ უკმაყოფილებას გამოთქვამენ თანამდებობის მქონე პირების მიმართ და მუდმივად უჩივიან მათ. ამ ტიპის პაციენტებთან ახლოს დგანან პარანოიდული მომჩივანები, რომლებსაც განუწყვეტლივ შეაქვთ სასამართლოში საჩივარი და უამრავი საქმის მოსმენაში იღებენ მონაწილეობას. სასამართლო პროცესის მსვლელობისას ისინი შეიძლება უკიდურესად გაცხარდნენ და დაემუქრონ მოსამართლეებს. კვერულანტური ბოდვის მქონე პაციენტებისთვის დამახასიათებელი თვისებები განხილული აქვთ როულენდს (Rowlands, 1988) და ლესტერს (Lester et al., 2004).


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები