კვერცხისა და რძის ლიქიორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვერცხისა და რძის ლიქიორი
4-5 კვერცხის გული;
5 ჭიქა ნაღები;
5 ჭიქა შაქარი;
2 ჭიქა სპირტი;
მწიკვი ვანილი.
3 ჭიქა ნაღებში გავხსნათ 3 ჭიქა შაქარი, მიღებული ნარევი წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე და გავაცივოთ. ცალკე ავიღოთ კვერცხის გული, 2 ჭიქა შაქარი, 2 ჭიქა ნაღები და ავთქვიფოთ. შემდეგ პირველი და მეორე ნარევი ერთმანეთს შევურიოთ, დავასხათ სპირტი, ხელახლა ავურიოთ, დავუმატოთ ვანილი, გავაჩეროთ 1 კვირის განმავლობაში, გავფილტროთ და ჩავასხათ ბოთლებში.