კვერცხისებრი ბილწასოკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კვერცხისებრი ბილწასოკო (ლათ. Amanita ovoidea რუს. Мухомор яйцевидный)
ქუდი – 3-10სმ დიამეტრისაა, ჯერ კვერცხისებრია, შემდეგ ნახევარსფეროსებრი, კიდეები დაღარულია, საერთო საბურვლის ნარჩენები თეთრი მეჭეჭების სახითაა, რომლებიც ჩქარა ქრება, ლიმონისფერ-ყვითელია ან თეთრი. ფირფიტები ხშირია, თეთრი, შებუსვილი კიდეებითაა.
ფეხი – 7-15 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სისქისაა, ფიფქოვანია, ბოლქვისებური ძირით, თეთრი. საყელო სქელია, შებუსვილი, სადა, თეთრი. ვოლვა ნახევრად თავისუფალია, დანაკვთული, თეთრი, შემდეგ ჭუჭყისფერ-მოყვითალო.
რბილობი – თეთრი და მკვრივია.
სპორები – 9-12X6-8 მკმ
იზრდება – ფოთლოვან და წიწვიან ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად უვარგისია.