კვიპრიანე სამთავნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვიპრიანე სამთავნელი — (XVIII ს. პირველი ნახევარი), მთარგმნელი, საეკლესიო მოღვაწე (სამთავისის ეპისკოპოსი). წარმოშობით დიდგვაროვანი იყო, არაგვის ერისთავთა ოჯახისშვილი, განათლება მიიღო იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოზის ხელმძღვანელობით. კარგად იცოდა ბერძნული. დომენტი კათალიკოსის დავალებით ბერძნულიდან თარგმნა ლიტურგიკული თხზულება „კურთხევანი“, რომელიც ორი (მოკლე და ვრცელი) რედაქციით დამკვიდრდა ქართულ ღვთისმსახურებაში. დომენტი კათალიკოსისავე დავალებით თარგმნა „განმარტება ეკლესიისა და კურთხევა მისი“. 1703 წ. ბერძნულიდან თარგმნა „საქმენი შვიდთა სასიკვდინეთა ცოდვათანი“.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები