კვიჟინაძე რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რევაზ კვიჟინაძე – (1928-1984), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1976), დაიბადა ქ. ოზურგეთში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1950 წელს), ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ფილოსოფიის სპეციალობით. სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის კათედრაზე, 1970 წლიდან იყო საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრში ფილოსოფიის განყოფილების გამგე.

პროფესორ რევაზ კვიჟინაძის ფილოსოფიური კვლევის ცენტრალური საგანი იყო ჭეშმარიტების პრობლემა. მისი აზრით, ჭეშმარიტება შეიძლება სწორად იყოს გაგებული მხოლოდ დიალექტოკურად ასახვის თეორიის საფუძველზე.

თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები