კვირიკეწმინდა (ტაძარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვირიკეწმინდა (საკვირიკე, კვირიკეთი) – არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირას, ჩითახევის ელსადგურის საგუბართან ახლოს. დაარსდა 840 წლის ახლო ხანებში, გრიგოლ ხანძთელის ლოცვა-კურთხევით – მისი მოწაფის – ქრისტეფორეს მიერ. ტაძარი სამნავიანია, შუა ნავი გვერდებისაგან გამოყოფილია თაღიანი სვეტებით. ტაძარი ნაგები ყოფილა თლილი ქვით, შელესილი და მთლიანად მოხატულიც. შემორჩენილია ნანგრევები. ტრადიციულად, საქართველოში მრავალი ტოპონიმი რელიგიასთანაა კავშირში. ასეა წარმოქმნილი ეს სახელიც. კვირია ძველი ქართული წარმართული ღვთაებაა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები